იტვირთება...
ლიმატის ცვლილება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. კლიმატის ცვლილება წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარ გამოწვევას. ხალხი და საზოგადოება სოციალურად დაუცველია კლიმატის ცვლილების ზეგავლენის წინაშე ეკოსისტემებზე, წყლის რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკის წარმოებაზე და სხვა. საუკუნის დასასრულს მოსალოდნელია საშუალო გლობალური ტემპერატურის გაზრდა 1.5-დან 5°C-მდე, ტემპერატურის ცვლილების განაწილება მნიშვნელოვნად განსხვავდება გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და წელიწადის დროის მიხედვით. გარდა ამისა, ტემპერატურისა და ნალექების ექსტრემალური მნიშვნელობების ცვლილებები, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე საშუალო მნიშვნელობების თანდათანობრივი ცვლილებები. ატმოსფერო-ოკეანის გლობალური კლიმატის მოდელები (AOGCMs) ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილების პროგნოზების შესაქმნელად. თუმცა, მათი დაბალი გარჩევადობა ადეკვატურად ვერ გადაჭრის წვრილმასშტაბიანი ტოპოგრაფიისა და ამინდის სისტემების საკითხს, რაც აუცილებელია ზემოქმედების შესაფასებლად ლოკალურ და რეგიონალურ დონეზე. რეგიონალური კლიმატის მოდელირება ფართოდ მიღებული ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას AOGCM-ს ინფორმაციის გაფართოებისათვის გარჩევადობამდე, რომელიც საკმარისია ზემოქმედების შესწავლისათვის და, მაშასადამე, ადგილობრივი პოლიტიკის შემქმნელებისათვის.
წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს ძალიან მაღალი გარჩევადობის (12 კმ) რეგიონალური კლიმატური მოდელის კლიმატის ცვლილების პროგნოზირების საიმედო კომლექტი საქართველოსთვის 2081-2100 წლების პერიოდისათვის, პარიზის COP21 ატმოსფეროს სათბური აირების (GHG) შემარბილებელი და ბიზნეს-ჩვეულებრივი სცენარების ფარგლებში. საქართველოს კომპლექსური ტოპოგრაფიიდან და მაღალი გარჩევადობის კლიმატური მოდელური კვლევების მნიშვნელოვანი სიმცირიდან გამომდინარე, პროექტის მოსალოდნელი შედეგები ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც საზოგადოებრივი, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით. წინამდებარე კვლევაში მოხდება IPCC-ის უახლესი ატმოსფერო-ოკეანის გლობალური კლიმატური მოდელების AOGCMs შედეგების დინამიკური დაუნსქეილინგი აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია) რეგიონალური კლიმატური მოდელის (RegCM4) გამოყენებით.
საქართველოს რეგიონისთვის საუკეთესო ფიზიკური პარამეტრების კომბინაციის განსაზღვრისათვის ჩატარდება სენსიტიურობის ექსპერიმენტები. სეზონური და წლიური კლიმატური პარამეტრების და კლიმატური ექსტრემუმების ცვლილებები წარსულსა და მომავალს შორის გაანალიზდება როგორც შემარბილებელი, ასევე ბიზნეს-ჩვეულებრივი სცენარისათვის.
RegCM თავდაპირველად შეიმუშავა ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (NCAR, აშშ) და ამჟამად ის იხვეწება აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ICTP) იტალიაში, ტრიტესში. RegCM წარმოადგენს შეზღუდული სივრცის მოდელების ოჯახს რომელშიც AOGCM-იდან მსხვილმასშტაბიანი მეტეოროლოგიური მონაცემები იძლევა საწყის და დროზე დამოკიდებულ მეტეოროლოგიურ გვერდით ზღვრულ პირობებს (LBCs) მაღალი გარჩევადობის RegCM სიმულაციებისათვის. RegCM წარმატებით გამოიყენაბა მსოფლიოში რეგიონული კლიმატისა და სეზონური პროგნოზირების კვლევებში.
მაგდა ცინცაძე (თსუ, პროფესორი) , ცეზარ მშვენიერაძე (თსუ) , ...
პროექტის სამეცნიერო კონსულტანტები:
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ძალიან მაღალი გარჩევადობის (12 კმ) რეგიონალური კლიმატური მოდელის კლიმატის ცვლილების პროგნოზირების საიმედო კომლექტი საქართველოსთვის 2081- 2100 და 1986-2005 წლების პერიოდისათვის, რისთვისაც გამოყენებული იქნა ატმოსფერო ოკეანეს გლობალური კლიმატური მოდელები და აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია) რეგიონალური კლიმატური მოდელი RegCM4.7.1. მიღებული პროგნოზები არის დღემდე არსებული ყველაზე მაღალი გარჩევადობის რაც საქართველოს ტერიტორიისათვის შექმნილა. მოდელის საიმედობისათვის წინასწარ ჩატარდა ექსპერიმენტები. საქართველოს კომპლექსური ტოპოგრაფიიდან და მაღალი გარჩევადობის კლიმატური მოდელური კვლევების მნიშვნელოვანი სიმცირიდან გამომდინარე, კვლევის შედეგები ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც საზოგადოებრივი, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, ვინაიდან ის 1) უზრუნველყოს დღეისათვის ყველაზე მაღალი გარჩევადობის კლიმატურ ინფორმაციას საქართველოსათვის, უახლესი კლიმატის ცვლილების პროგნოზების გამოყენებით; 2) აძლიერებს კლიმატის ცვლილების სფეროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით; და 3) უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დონის ინფორმაციის და შეფასებების ხარისხს. პროექტის განხორცილების შედეგები მნიშვნელოვნია ისეთი დარგებისთვის როგორიცაა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი. კლიმატის მონაცემების გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ ინფორმაციასთან გაერთიანება უზრუნველყოფს მრავლობითი რისკების უფრო სრულყოფილ გაგებას საქართველოს რთულ გეოგრაფიულ პირობებში. აუცილებელია მომავალი სამუშაოების გაფართოება კლიმატით გამოწვეული საშიშროების შეფასებებისათვის როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი და წყალდიდობა. პროექტის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და გაძლიერდა ქართველ მკვლევრებსა და პროექტის უცხოელ კონსულტანტებს შორის რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან თანამშრომლობასა და პარტნიორობას შემდგომ კვლევებსა და საგანმანათლებლო საქმიანობას; პროექტის განხორციელებამ გააძლიერა ინტერინსტიტუციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრთან (ICTP), იტალია, თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან. მთლიანობაში პროექტის შედეგებზე მომზადდა და გამოქვეყნდა სამი სამეცნიერო სტატია; შეიქმნა პროექტის ვებ გვერდი, მომზადდა საგანმანათლებლო/დამხმარე მასალები რეგიონალურ კლიმატურ მოდელირებაზე თსუ-ს მაგისტრანტებისათვის ქართულ ენაზე. პროექტის შედეგები წარდგენილი იქნა 8 საერთაშორისო კონფერენციაზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
Mariam Elizbarashvili, Elizbar Elizbarashvili, Tímea Kalmár, Tamar Khuntselia and Nino Chikhradze, “ASSESSING REGIONAL CLIMATE MODEL REGCM4.7.1: INSIGHTS FROM SIMULATIONS IN GEORGIA”, International Journal of GEOMATE, Sep., 2024 Vol.27, Issue 121, pp.41-55,
Mariam Elizbarashvili, Avtandil Amiranashvili, Elizbar Elizbarashvili, George Mikuchadze, Tamar Khuntselia, Nino Chikhradze, „Comparison of RegCM4.7.1 Simulation with the Station Observation Data of Georgia, 1985-2008“, Atmosphere, 2024, 15, 369.
Mariam Elizbarashvili, Zurab Seperteladze, George Mikuchadze, The Performance of RegCM4.7.1 over Georgia’s Territory Using Two Different Configurations, International Conference “Geography – Past, Present, Future Challenges”. Georgian Geographical Journal #3 (2), 2023. p.10.
2nd International Conference on Environmental Science and Applications (ICESA’21), 2021, 21- 23 November, Mariam Elizbarashvili, Magda Tsintsadze, Tsezari Mshvenieradze, Simulation of Temperature and Precipitation Climatology for Georgia using RegCM4.
EGU General Assembly 2022, Austria, Viena, 2022, 22-27 May, Mariam Elizbarashvili, Tímea Kalmár,Magda Tsintsadze,and Tsezari Mshvenieradze, Regional climate modeling for Georgia with RegCM4.7
XII International Conference of the Georgian Mathematical Union, Batumi, Georgia, 2022, 29 August - 3 September, Mariam Elizbarashvili, Regional Climate Modeling: Challenges and Prospects in Georgia
II International Scientific Conference: “Landscape Dimensions of Sustainable Development: Science-Carto/GIS-Planning-Governance, Tbilisi, Georgia, Georgia, 2022, 12 - 16 September, Mariam Elizbarashvili, Magda Tsintsadze, Tsezari Mshvenieradze, Elizbar Elizbarashvili, ASSESSMENT OF REGCM4 SIMULATED ANNUAL AND SEASONAL AIR TEMPERATURE AND PRECIPITATION OVER GEORGIA.
EGU General Assembly 2023, Austria, Viena, 2023, 23-28 April, Mariam Elizbarashvili, George Mikuchadze,Tímea Kalmár,and Jeremy Pal, Comparison of Regional Climate Model Simulations to Observational Data for Georgia.
International Conference “Geography – Past, Present, Future Challenges. Tbilisi, Georgia, 2023, 1-3 November, Mariam Elizbarashvili, George Mikuchadze, The Performance of RegCM4.7.1 over Georgia’s Territory Using Two Different Configurations.
AGU Fall Meeting 2021, New Orleans, USA, 2021, 13-17 December, Mariam Elizbarashvili, Magda Tsintsadze, Tsezari Mshvenieradze, High-resolution Climate Simulation Using Double- nesting Method for Georgia.
AInternational Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes", Tbilisi, Georgia, 2023, 16-17 November, Mariam Elizbarashvili, George Mikuchadze, Nino Chikhradze, Regional Climate Model Simulation of Georgia Precipitation and Surface Air Temperature during 2009–2014.